სარკინიგზო უსაფრთხოება
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის I ფაზის ფარგლებში (2023-2024), ხორციელდება სარკინიგზო უსაფრთხოების შესახებ (EU) 2016/798 დირექტივის დანერგვა, რომლის შესრულებაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
დირექტივა ადგენს დებულებებს სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოების განვითარებისა და გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს სარკინიგზო დარგის სუბიექტებისთვის.
დირექტივის ძირითადი დებულებები მოიცავს:
დირექტივის იმპლემენტაციის შედეგად:
საკანონმდებლო ცვლილებები:
ნაწილობრივ განხორციელდა 2023 წელს საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. დირექტივის ძირითადი პრინციპები ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს სრული დაახლოებისთვის.
საკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს როლი:
(EU) 2016/798 დირექტივა მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის. სააგენტოს როლი ამ დირექტივის იმპლემენტაციის პროცესში, მოიცავს ეროვნული სარკინიგზო სექტორის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, ეროვნული კანონმდებლობის შექმნასა და შესრულებაზე ზედამხედველობას. დირექტივის ეტაპობრივი ჰარმონიზაცია და განხორციელება, უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას სარკინიგზო უსაფრთხოებასთან მიმართებით.