ჩვენ შესახებ

სააგენტოს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორის რეგულირებისთვის ძლიერი ინსტიტუციურ-სამართლებრივი ბაზის შექმნა, საქართველოში სარკინიგზო უსაფრთხოების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, უფრო უსაფრთხო და ეფექტური სარკინიგზო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.


სააგენტოს ძირითადი ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:


  • სარკინიგზო საწარმოსთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა, განახლება, შეჩერება და გაუქმება;
  • ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება, განახლება, შეჩერება და გაუქმება;
  • ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთოხების ავტორიზაციის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
  • მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმების შემუშავება და დამტკიცება, ასევე მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა, დადასტურება და აღდგენა;
  • უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა;
  • სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების შემუშავება;
  • რკინიგზით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება.


სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულება