ელექტრონულ საინფორმაციო ბაზა - eTDS - აერთიანებს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობებისა და მატარებლის მემანქანის სერტიფიკატების რეესტრს.
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მატარებლის მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოების მიზანია მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების აღრიცხვის, სისტემატიზაციის, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის არსებობისა და სარკინიგზო სექტორში ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრი მოიცავს ყველა გაცემული, განახლებული, აღდგენილი, შეცვლილი, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, დაკარგული, მოპარული ან განადგურებული მართვის მოწმობების რეესტრს. ასევე, გაცემული, განახლებული, შეცვლილი, ვადაგასული, შეჩერებული, გაუქმებული, მოპარული, განადგურებული ან დაკარგული სერტიფიკატების რეესტრის წარმოებას.
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრს აწარმოებს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატების რეესტრს აწარმოებს სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.