სამგზავრო გადაყვანები

საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება


საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება უზრუნველყოფს სარკინიგზო სამგზავრო ტრანსპორტის რეგულარულ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებას საქართველოში. საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც საზოგადოებრივი მომსახურების კომპეტენტური ორგანო, უზრუნველყოფს ამ ვალდებულების შესრულებას სარკინიგზო სისტემის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.


რას გულისხმობს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება?


საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება ითვალისწინებს სარკინიგზო ოპერატორთან საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების გზით და კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებას ისეთ მარშრუტებზე, რომლებიც არ არის ფინანსურად მიმზიდველი კომერციული ინტერესების მქონე სუბიექტებისთვის.