სარკინიგზო უსაფრთხოება
სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება 2025 წლის 22 იანვრის საქართველოს მთავრობის N 17 დადგენილების თანახმად „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის თაობაზე“, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციისა და შეფუთვის პირობებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს, მარკირებისა და საშიშროების ნიშნების განთავსების მოთხოვნებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, უსაფრთხოების ზომებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობებს, ზედამხედველობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დებულებებს, სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენის პირობებს.
სახიფათო ტვირთის რკინიგზით საერთაშორისო
გადაზიდვა, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესისა და RID-ის გარდა, შესაძლებელია
განხორციელდეს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო
სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (შემდგომ - SMGS) შესაბამისად.