სარკინიგზო უსაფრთხოება


რკინიგზის სისტემაში მატარებლის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მატარებლის მემანქანე - პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად.

მატარებლის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები:

მემანქანის მართვის მოწმობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს.

მემანქანის სერტიფიკატი − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება 
docs icondocs icon

სამედიცინო დაწესებულების აღიარების პირობები

pdf arrow

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აკმაყოფილებდეს აღიარების შემდეგ პირობებს:

ფუნქციონირებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავდეს სერტიფიცირებული კადრი შემდეგ საექიმო სპეციალობებში: კარდიოლოგია; ნევროლოგია; ოტორინოლარინგოლოგია; ზოგადი ქირურგია; რადიოლოგია (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და რენტგენოლოგია); ოფთალმოლოგია; დერმატო-ვენეროლოგია; ინფექციური სნეულებები; ლაბორატორიული მედიცინა; ენდოკრინოლოგია; ნარკოლოგია; ფსიქიატრია.
   

მემანქანეების ჯანმრთელობის შეფასებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების სამედიცინო მოთხოვნების შესაბამისად, მემანქანეთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისათვის გააჩნდეს აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმი.
   

უზრუნველყოს მემანქანეთა სამედიცინო ისტორიების კონფიდენციალობა.
   

გააჩნდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია.