სარკინიგზო უსაფრთხოება
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის ვალიდურობა
·
როდესაც მატარებლის მემანქანე ტოვებს
დამსაქმებელ სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, ძალაში რჩება თუ არა
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი?
როდესაც
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მფლობელი წყვეტს სარკინიგზო საწარმოსთან ან ინფრასტრუქტურის
მენეჯერთან მატარებლის მემანქანედ მუშაობას, შესაბამისმა სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის
მენეჯერმა ამის შესახებ ცვლილებები უნდა ასახოს სერტიფიკატების რეესტრში. ასეთ შემთხვევაში,
სერტიფიკატი წყვეტს მოქმედებას, ხოლო მართვის მოწმობა ძალაში რჩება, თუ არ ირღვევა
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობები. აგრეთვე, სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია
მიიღოს როგორც სერტიფიკატის, ისე ყველა სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს სერტიფიკატის
მფლობელის მიერ სწავლების გავლას, კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს.
იხილეთ
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის ასლის ფორმა.
·
როდესაც მატარებლის მემანქანე იცვლის
დამსაქმებელს, ახალი სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თუ არა ხელახლა სასერტიფიკატო
სწავლების გავლა?
მატარებლის
მემანქანის მიერ სხვა სარკინიგზო საწარმოსა ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან სამსახურის
ცვლილების შემთხვევაში, მატარებლის მემანქანის ახალი დამსაქმებელი სერტიფიკატის გაცემისას,
უფლებამოსილია გაითვალისწინოს და არ მოსთხოვოს სასერტიფიკატო სწავლების ხელახლა გავლა
იმ მატარებლის მემანქანეს, რომლის სერტიფიკატის
ასლის მონაცემებიც ადასტურებს მატარებლის მემანქანის მიერ გავლილ სასერტიფიკატო სწავლებას,
ცოდნასა და კომპეტენციას.
·
პერიოდული შემოწმების ვალდებულება
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის ძალაში დარჩენისათვის
მოქმედი
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია მატარებლის მემანქანის
მოქმედი მართვის მოწმობის დოკუმენტის ფლობა. მატარებლის მემანქანის დამსაქმებელი სარკინიგზო
საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია მატარებლის მემანქანეს ჩაუტაროს პერიოდული
გამოცდები სასერტიფიკატო სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით.
მატარებლის
მემანქანის გამოცდების სიხშირეს განსაზღვრავს დამსაქმებელი საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად. გამოცდების სიხშირე არ უნდა
აღემატებოდეს: ინფრასტრუქტურის ცოდნასთან და მოძრავი შემადგენლობის ცოდნასთან მიმართებით
3 წელს ან თუ შესაბამის მარშრუტზე მემანქანეს
არ უმუშავია - მინიმუმ 1 წელს;
პერიოდული შემოწმების ვალდებულება მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის ძალაში დარჩენისათვის
მოქმედი მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია მატარებლის მემანქანის მოქმედი მართვის მოწმობის დოკუმენტის ფლობა. მატარებლის მემანქანის დამსაქმებელი სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია მატარებლის მემანქანეს ჩაუტაროს პერიოდული გამოცდები სასერტიფიკატო სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების შემოწმების მიზნით.
მატარებლის მემანქანის გამოცდების სიხშირეს განსაზღვრავს დამსაქმებელი საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად. გამოცდების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს: ინფრასტრუქტურის ცოდნასთან და მოძრავი შემადგენლობის ცოდნასთან მიმართებით 3 წელს ან თუ შესაბამის მარშრუტზე მემანქანეს არ უმუშავია - მინიმუმ 1 წელს;
როდესაც მატარებლის მემანქანე იცვლის დამსაქმებელს, ახალი სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თუ არა ხელახლა სასერტიფიკატო სწავლების გავლა?
მატარებლის მემანქანის მიერ სხვა სარკინიგზო საწარმოსა ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან სამსახურის ცვლილების შემთხვევაში, მატარებლის მემანქანის ახალი დამსაქმებელი სერტიფიკატის გაცემისას, უფლებამოსილია გაითვალისწინოს და არ მოსთხოვოს სასერტიფიკატო სწავლების ხელახლა გავლა იმ მატარებლის მემანქანეს, რომლის სერტიფიკატის ასლის მონაცემებიც ადასტურებს მატარებლის მემანქანის მიერ გავლილ სასერტიფიკატო სწავლებას, ცოდნასა და კომპეტენციას.
როდესაც მატარებლის მემანქანე ტოვებს დამსაქმებელ სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, ძალაში რჩება თუ არა მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი?
როდესაც მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მფლობელი წყვეტს სარკინიგზო საწარმოსთან ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მატარებლის მემანქანედ მუშაობას, შესაბამისმა სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა ამის შესახებ ცვლილებები უნდა ასახოს სერტიფიკატების რეესტრში. ასეთ შემთხვევაში, სერტიფიკატი წყვეტს მოქმედებას, ხოლო მართვის მოწმობა ძალაში რჩება, თუ არ ირღვევა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობები. აგრეთვე, სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია მიიღოს როგორც სერტიფიკატის, ისე ყველა სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს სერტიფიკატის მფლობელის მიერ სწავლების გავლას, კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს.
შესაძლებელია თუ არა რამდენიმე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სერტიფიკატის ფლობა?
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი შესაძლოა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე კატეგორიას/ქვეკატეგორიას, თითოეული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისთვის განკუთვნილი შესაბამისი კოდის/კოდების მითითებით.
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის კატეგორიები
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი იყოფა შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:
- კატეგორია A: სამანევრო ლოკომოტივები, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობები, სამეურნეო მატარებლები, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობები და სხვა ლოკომოტივები, როდესაც მათი გამოყენება ხდება სამანევრო სამუშაოების ჩასატარებლად.
A1 - სამანევრო ლოკომოტივები;
A2 - სამეურნეო მატარებლები;
A3 - სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობები და მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობები;
A4 - სხვა ლოკომოტივები, რომლებიც გამოიყენება მანევრირებისთვის;
A5 - სხვა, როდესაც შესაბამის საქმიანობას ან მოძრავ შემადგენლობას არ მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეკატეგორიები.
- კატეგორია B: მგზავრების გადაყვანა ან/და ტვირთების გადაზიდვა.
B1 - მგზავრთა გადაყვანა;
B2 - ტვირთების გადაზიდვა.
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის განახლება
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის განახლება უნდა მოხდეს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატის მფლობელი მოიპოვებს კომპეტენციას დამატებით მოძრავ შემადგენლობაზე ან ინფრასტრუქტურაზე, სარკინიგზო საწარმომ და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ სერტიფიკატი და აღნიშნული ცვლილება ასახონ სერტიფიკატების რეესტრში.
პირობები მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მოსაპოვებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა ფლობდეს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას.
- უნდა გაიაროს სასერტიფიკატო სწავლება და ჩააბაროს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდა, იმ მოძრავ შემადგენლობასთან და ინფრასტრუქტურასთან მიმართებით, რომელზედაც გაიცემა მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი.
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი გაიცემა იმ სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ სადაც დასაქმებულია მატარებლის მემანქანე.
თითოეულმა სარკინიგზო საწარმომ და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა, უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა განსაზღვროს საკუთარი წესები და პროცედურები სასერტიფიკატო სწავლების, სერტიფიკატის გაცემის, განახლების, შეჩერებისა და გაუქმებისათვის, ასევე, გასაჩივრების პროცედურა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მატარებლის მემანქანეს, მოითხოვოს სერტიფიკატის გაცემასთან, განახლებასთან, შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა.
მემანქანის სერტიფიკატი
მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება.