სარკინიგზო უსაფრთხოება

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს.


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა გაიცემა 10 წლის ვადით.

docs icondocs icon

გარდამავალი ეტაპები

წესით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც დაწესებულია საშეღავათო პირობები იმ პირთათვის, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით  სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან დასაქმებულნი არიან: 

o მატარებლის მემანქანედ (მათ შორის დრეზინის მძღოლი) ან მემანქანე-ინსტრუქტორად; 
o მემანქანის თანაშემწედ და ფლობენ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2025 წლის 1 იანვრამდე გაცემულ მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობას.

აღნიშნულმა პირებმა სააგენტოში 2025 წლის 1 აპრილამდე  უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

- დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა;
- ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა, ან დამსაქმებელთან წარდგენილი სამედიცინო შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. (აღნიშნული დოკუმენტის გაცემიდან 55 წლის ასაკის ჩათვლით მყოფი პირების შემთხვევაში არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი, ხოლო 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში - 1 წელზე მეტი.);
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
- ფოტოსურათი;
- დამსაქმებლის ან სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემული ცნობა, იმის თაობაზე თუ რომელ მოძრავ შემადგენლობასა და ინფრასტრუქტურასთან მიმართებით ფლობს მემანქანე მართვის უფლებას;
- სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემული  მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 

განცხადებასა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მოქმედი მემანქანეები უსასყიდლოდ მიიღებენ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას.
სარკინიგზო საწარმომ ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა  2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ მათთან დასაქმებული მემანქანეებისათვის შესაბამისი კატეგორიის/ქვე-კატეგორიის სერტიფიკატის გაცემა.

სხვა საშეღავათო პირობები წესის გარდამავალი დებულებების მიხედვით

2025 წლის 31 დეკემბრამდე მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე,  სააგენტოს მიერ აღიარებული სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაიშვება პირი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: 

o დასაქმებულია სარკინიგზო საწარმოში ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე;
o ფლობს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაცემულ მატარებლის მართვის მოწმობას;
o ფლობს მატარებლის მართვასთან დაკავშირებულ პროფესიულ ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრომექანიკოსის მიმართულებით.

აღნიშნულმა პირებმა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად სააგენტოში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- ცნობა სამუშაო ადგილიდან; (არსებობის შემთხვევაში)
- მართვის მოწმობის ასლი; (არსებობის შემთხვევაში)
- ტრანსპორტის ელექტრომექანიკოსის მიმართულებით მატარებლის მართვასთან დაკავშირებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  (არსებობის შემთხვევაში)
- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა, ან დამსაქმებელთან წარდგენილი სამედიცინო შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გაცემიდან 55 წლის ასაკის ჩათვლით მყოფი პირების შემთხვევაში არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი, ხოლო 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში - 1 წელზე მეტი;
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
- ფოტოსურათი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
docs icondocs icon

პერიოდული შემოწმების ვალდებულება მართვის მოწმობის ძალაში დარჩენისათვის

მატარებლის მემანქანის მოქმედი მართვის მოწმობის შენარჩუნების მიზნით, მართვის მოწმობის მფლობელს უნდა ჩაუტარდეს პერიოდული სამედიცინო შემოწმება.

პერიოდული სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ 55 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის, ხოლო ყოველ წელიწადს - 55 წელს ზემოთ მყოფი პირების შემთხვევაში.


docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანა

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანა ხდება, როდესაც მართვის მოწმობაში არსებული მონაცემები არასწორია ან როდესაც მართვის მოწმობაში ასახული მონაცემები საჭიროებს განახლებას (მაგალითად, მემანქანის სახელისა და გვარის ცვლილებისას ან სხვა შემთხვევაში) ასეთ შემთხვევაში მემანქანემ სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი  დოკუმენტაცია:


- მემანქანის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში პერიოდულობის დაცვის შესაბამისად);

- მემანქანის ახალი ფოტოსურათი;

- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობაში ცვლილების შეტანის საფასური შეადგენს - 50 ლარს.


იხილეთ მემანქანის მართვის მოწმობაში ცვლილების შესატანად განცხადების ფორმა. 


docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის აღდგენა

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის აღდგენა ხდება მართვის მოწმობის დაზიანების, განადგურების, დაკარგვის შემთხვევაში.

მატარებლის მემანქანემ, მართვის მოწმობის აღსადგენად სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

- მემანქანის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში პერიოდულობის დაცვის შესაბამისად);
- მემანქანის ახალი ფოტოსურათი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
- მართვის მოწმობა იმ შემთხვევაში, როდესაც მართვის მოწმობის აღდგენის მოთხოვნა განაპირობა მართვის მოწმობის დაზიანებამ.

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის აღდგენის საფასური შეადგენს  - 50 ლარს.

იხილეთ მემანქანის მართვის მოწმობის აღსადგენად განცხადების ფორმა. 

docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა

მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) - უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან.


იხილეთ მატარებლის მემანქანეების ჯანმრთელობის შეფასებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების სამედიცინო მოთხოვნები (გადავიდეს დადგენილების №1 დანართზე) 


docs icondocs icon

რას გულისხმობს მატარებლის მემანქანეთა პროფესიული განათლება და აღიარებული სასწავლო ცენტრი?

მატარებლის მემანქანეთა პროფესიული განათლება გულისხმობს პირის მიერ შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლას, სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრში.


სააგენტო სასწავლო ცენტრის სტატუს მიანიჭებს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ავტორიზებულია და ახორციელებს მატარებლის მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას.


იხილეთ სააგენტოს მიერ სტატუს მინიჭებული სასწავლო ცენტრების სია. 


docs icondocs icon

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს მიიღოს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა?

პირი უნდა იყოს 18 წლის, მიღებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული განათლება სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრში და ჩააბაროს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა, აგრეთვე,  უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს.






docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერება/გაუქმება

 მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერება/გაუქმება


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის შეჩერება/გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:


- ინსპექტირების/მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი მემანქანის შეუსაბამობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც საფრთხეს უქმნის სარკინიგზო უსაფრთხოებას;

- მემანქანის მიერ მართვის მოწმობის მისაღებად წარდგენილია ყალბი დოკუმენტაცია;

- გამოვლინდა სამედიცინო მოთხოვნებთან დაკავშირებული შეუსაბამობა;

- პერიოდული სამედიცინო შემოწმების სიხშირის გათვალისწინებით, დარღვეულია  დადგენილი ვადები;

- ინსპექტირების ფარგლებში გამოვლენილი შეუსაბამობა, რაც დაკავშირებულია სამუშაო პროცესში ალკოჰოლური/ნარკოტიკული ან სხვა ისეთი ნივთიერების გამოყენებასთან, რაც იწვევს მემანქანის კონცენტრაციის დაქვეითებასა და ქცევის ცვლილებას;

- სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მემანქანის მიმართ, რომლითაც პირს ჩამოერთვა მემანქანედ საქმიანობის უფლება ან ჩადენილი დანაშაული იწვევს გონივრულ ეჭვს მემანქანის მიერ მისი საქმიანობის შესრულების შესაბამისობასთან ან/და სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;

- მოკვლევის ბიუროს ანგარიშის საფუძველზე დადგინდა, რომ სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა განპირობებული იყო მემანქანის მიზეზით, დაუდევრობით ან სამუშაოს მიმართ გულგრილობით;

- ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან/და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, რომელშიც იკვეთება მემანქანის პასუხისმგებლობა, სარკინიგზო უსაფრთხოებისთვის შექმნილი რისკების გათვალისწინებით.



docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება

მატარებლის მემანქანემ, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე, სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი  დოკუმენტაცია: 


- მემანქანის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლი;

- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა;

-  მემანქანის ახალი ფოტოსურათი; 

-  სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- მემანქანის მოქმედი მართვის მოწმობა.


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის ვადის გაგრძელების საფასური შეადგენს - 50 ლარს.


იხილეთ განცხადების ფორმა მემანქანის მართვის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად. 


docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა


განმცხადებელმა მართვის მოწმობის მიღების მოთხოვნით, სააგენტოს უნდა მიმართოს  მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. თუ პირი აღნიშნულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს მართვის მოწმობის დამზადების მოთხოვნით, მან ხელახლა უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდა.


მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირმა სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:


- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

- პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- მემანქანის ჯანმრთელობის ცნობა;

- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის ვადის გაცემის საფასური შეადგენს - 50 ლარს.


იხილეთ მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა.

 

მემანქანის მართვის მოწმობა გაიცემა ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.