სარკინიგზო უსაფრთხოება
აღიარებული სამედიცინო დაწესებულება – სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა).
უფლებამოსილი ექიმი – სააგენტოს მიერ აღიარებული ექიმ-სპეციალისტი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს, დასაქმებულია აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებაში, უფლებამოსილია, შეაფასოს მატარებლის მემანქანის შრომისუნარიანობა და რომლის დასკვნის საფუძველზეც აღიარებული სამედიცინო დაწესებულება გასცემს მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (ფორმა №IV-100/ა);


წარსადგენი დოკუმენტები სამედიცინო დაწესებულების აღიარების სტატუსის მისაღებად
სამედიცინო დაწესებულებამ სააგენტოში უნდა წარადგინოს სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარებაში მონაწილეობის მსურველთა განცხადების ფორმები. სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმების განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
სამედიცინო დაწესებულების განცხადება და თანდართული მასალები სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების შესახებ განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარება ხდება 5 წლის ვადით.


აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის ვალდებულებები
აღიარებული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია:
აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმი ვალდებულია:
აღიარებული სამედიცინო დაწესებულება და მასთან დასაქმებული უფლებამოსილი ექიმი პასუხისმგებელნი არიან მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და გაცემული ჯანმრთელობის ცნობის სისწორეზე.


აღიარებული სამედიცინო დაწესებულების და მისი უფლებამოსილი ექიმის პერიოდული მონიტორინგი
სააგენტო, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, მემანქანეთა სამედიცინო შემოწმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის პერიოდულ მონიტორინგს.
აღიარებული სამედიცინო დაწესებულების და მისი უფლებამოსილი ექიმის პერიოდული მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მოწვეულ ექსპერტთან (ექსპერტთა ჯგუფი) თანამშრომლობით.
სააგენტოს მიერ აღიარებული სამედიცინო დაწესებულების და მისი უფლებამოსილი ექიმის პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შემოწმებისა და შეფასების გზით.


აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების შეჩერება ან გაუქმება
აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის მონიტორინგის საფუძველზე, თუ გამოვლინდება აღიარებული სამედიცინო დაწესებულების ან მისი უფლებამოსილი ექიმის მიერ აღიარების პირობების ან/და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, დარღვევის სისტემურობისა და ხარისხის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული სამედიცინო დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების შეჩერების, გაუქმების ან/და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
სააგენტო წერილობით ატყობინებს აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებასა და მის უფლებამოსილ ექიმს აღიარების შეჩერების, გაუქმების ან ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას.
აღიარების შეჩერების შემთხვევაში, აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებას ან/და მის უფლებამოსილ ექიმს განესაზღვრება არაუმეტეს სამთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამის აღიარებას.
აღიარებული სამედიცინო დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების პირობების ან/და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და აღიარების გაუქმების შემთხვევაში, ასეთ სამედიცინო დაწესებულებას და მის უფლებამოსილ ექიმს აღიარების გაუქმებიდან 1 წლის განმავლობაში, უფლება არ აქვთ ხელახლა მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით.


სამედიცინო დაწესებულების აღიარების პირობები
სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აკმაყოფილებდეს აღიარების შემდეგ პირობებს:


აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უფლებამოსილი ექიმის აღიარების პირობები
უფლებამოსილი ექიმი, ვალდებულია, აკმაყოფილებდეს აღიარების შემდეგ პირობებს:


სამედიცინო დაწესებულების აღიარებაში მონაწილეობის განცხადება


უფლებამოსილი ექიმის აღიარებაში მონაწილეობის განცხადება