ჩვენ შესახებ

სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანო, სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, დაფუძნდა 2023 წლის პირველ ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის ქვეშ. სააგენტო შეიქმნა სარკინიგზო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის სარკინიგზო კანონმდებლობის (EU railway acquis) შესაბამისად. როგორც პირველი კომპეტენტური სახელმწიფო სარკინიგზო ორგანო საქართველოში, სააგენტო მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირების ინსტიტუციურ-სამართლებრივი ბაზა, უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება და დანერგოს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.