სარკინიგზო უსაფრთხოება
სასწავლო ცენტრის მონიტორინგი
სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების პროცესის და სასწავლო ცენტრის მონიტორინგი. მონიტორინგს სააგენტო ახორციელებს წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
სასწავლო ცენტრის მონიტორინგის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს:
- სასწავლო და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა;
- დაწესებულებების შენობები;
- მოწყობილობები;
- ხელსაწყოები და სხვა აღჭურვილობა.
სააგენტომ ასევე უნდა შეაფასოს დაწესებულებების მიერ განხორციელებული ცოდნის, უნარებისა და კვალიფიკაციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები.
სასწავლო ცენტრის სტატუსის განახლება
სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერება
სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს სასწავლო ცენტრის სტატუსი:
- მონიტორინგის პროცესში ისეთი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დადგენილ წესთან სასწავლო პროცესის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში;
- საჭირო ადამიანურ და აკადემიურ რესურსთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში;
- სასწავლო მატერიალური და საინფორმაციო რესურსებთან დაკავშირებული შეუსაბამობის შემთხვევაში;
- სასწავლო ცენტრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
სასწავლო ცენტრისთვის სტატუსის გაუქმება
სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების საფუძველია:
- სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერების მიზეზების გამოუსწორებლობა;
- სასწავლო ცენტრის სტატუსის აღდგენიდან 12 თვის განმავლობაში, თუ კვლავ დადგინდა იგივე მიზეზი, რაც გახდა სასწავლო ცენტრის სტატუსის შეჩერების საფუძველი;
- თუ სასწავლო ცენტრს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე 6 თვეზე მეტი ვადით აქვს სტატუსი შეჩერებული;
- სასწავლო ცენტრის მოთხოვნა სასწავლო ცენტრის სტატუსის გაუქმების თაობაზე;
- სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია.
სასწავლო ცენტრი
სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე.
სასწავლო ცენტრის ვალდებულებები
სასწავლო ცენტრი ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს საკუთარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოდულები, რომლებიც პერიოდულად უნდა განაახლოს მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
ასევე, სასწავლო ცენტრი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მატარებლის მემანქანეთა სწავლების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყოველკვირეული სასწავლო ცხრილის შესახებ.
წარსადგენი დოკუმენტები სასწავლო ცენტრის სტატუსის მისაღებად
პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელსაც სურს მიიღოს სასწავლო ცენტრის სტატუსი აუცილებელია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება;
- ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა(მოდულები, სასწავლო გეგმები);
- პროფესიული განათლების შესაფასებლად გამოცდის ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
- შეფასების ჩატარების პროცედურა, ტიპი და მიზანი;
- კურსდამთავრებულთა პროფესიული სტანდარტის აღწერა;
- პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში;
- სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიანიჭოს სასწავლო ცენტრის სტატუსი 6 წლის ვადით.
სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების საფასური შეადგენს - 10.000 ლარს.
იხილეთ განცხადების ფორმა.
პროფესიული სწავლების განხორციელება
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლება მოიცავს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად საჭირო ზოგად პროფესიულ ცოდნას, რომელიც უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ თემატიკას. იხილეთ დანართი (წესის მე-2 დანართი)
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა მოიცავდეს თეორიული სწავლების კომპონენტებს. ამასთან შესაძლებელია გამოიყენებოდეს კომპიუტერული სწავლების მეთოდი, ვიზუალიზაციისა და საოპერაციო წესების შესწავლის მიზნით.
მატარებლის მემანქანეთა პროფესიულ სწავლებაში გამოიყენება მატარებლის მართვის სიმულატორები.
პროფესიული განათლება და აღიარებული სასწავლო ცენტრი