სარკინიგზო უსაფრთხოება

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდას ატარებს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ ენაზე, თეორიულ ნაწილში ტესტირებით, ელექტრონულ ფორმატში.


სააგენტო ადგენს გამოცდის ჩატარების თარიღს, რომელიც ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


docs icondocs icon

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საკითხები

pdf arrow
docs icondocs icon

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ფორმატი

pdf arrow

მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ თემატიკას და შედგება შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 30 საგამოცდო ტესტისგან.  გამოსაცდელმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად სწორად უნდა უპასუხოს 30-დან 25 კითხვას; 

გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთია.


docs icondocs icon

გამოცდაზე რეგისტრაცია

pdf arrow

იმისათვის რომ პირი დაიშვას მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, აუცილებელია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი  დოკუმენტაცია:


- პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

- ფოტოსურათი;

- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 


მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასური შეადგენს  - 100 ლარს.


იხილეთ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად განცხადების ფორმა. 


ჩამოტვირთვა
docs icondocs icon

საკითხები / ტესტები

pdf arrow

იხილეთ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საკითხები



ჩამოტვირთვა