სამგზავრო გადაყვანები
კომპენსაციის გაცემას და მისი გაანგარიშების წესს არეგულირებს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების მე-4 მუხლი. ხელშეკრულების ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისად, რომელიც აისახება ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანის გზით.


საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გაანგარიშება
ყოველთვიური კომპენსაციის ჯამური ოდენობა არის წმინდა ფინანსური ეფექტის ეკვივალენტი და წარმოადგენს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სარკინიგზო ოპერატორის მიერ გაწეულ ხარჯსა და შემოსავალს შორის სხვაობას, მოგების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს აღნიშნული სხვაობის 2%-ს. (მაგალითისათვის: წმინდა ფინანსური ეფექტი = სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისთვის გაწეული ხარჯი − პოზიტიური ფინანსური ეფექტი − ბილეთებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავალი + გონივრული მოგება).
ხარჯების და შემოსავლების ანგარიშგება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად. შემოსავალი მოიცავს მგზავრთა გადაყვანიდან (ბილეთების რეალიზაციიდან) მიღებულ შემოსავალს. ხარჯები განაწილდება ყოველ მატარებელ-კილომეტრზე თითოეულ მიმართულებაზე, რომელიც შეიცავს შემდეგ საბაზისო ხარჯების ელემენტებს (არა მხოლოდ):
ეს ხარჯი არ მოიცავს პრემიას, დახმარების, დასახიჩრების და დაზღვევის ხარჯებს.
სარკინიგზო ოპერატორის ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ცვლადი ხარჯი, ფიქსირებულ ხარჯებში სათანადო კონტრიბუცია და გონივრული მოგება არ უნდა იქნეს დაკისრებული საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში.


კომპენსაციის გადახდა: ივლისი-ნოემბერი 2024
კომპენსაციის გადახდას ხელშეკრულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ყოველი წლისთვის განისაზღვრება კომპენსაციის წლის ზღვრული ოდენობა და ყოველთვიური კომპენსაციის ზღვრული ოდენობა. თუ გაანგარიშებული კომპენსაციის ყოველწლიური ოდენობა აჭარბებს ამ ყოველწლიური კომპენსაციის ზღვრულ ოდენობას, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება და მისი გადახდა ხორციელდება ზღვრული ოდენობების ფარგლებში.
2024 წლის საანგარიშო პერიოდისთვის (1 ივლისიდან - 30 ნოემბრამდე) კომპენსაციის წლის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 8,000,000 ლარი, ხოლო კომპენსაციის ყოველთვიურ ზღვრულ ოდენობად - 1,600,000 ლარი, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ ივლისი-ოქტომბრის პერიოდზე. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2024 წლის 12 ნოემბრის № 1370/2024-1 შეთანხმების შესაბამისად 2024 წლის დარჩენილ პერიოდზე (ოქტომბერი-ნოემბერი) ყოველთვიური კომპენსაციის ზღვრული ოდენობა მოიხსნა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კომპენსაციის ოდენობის სრულად ათვისება. 2024 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის გაცემა გათვალისწინებულია 2025 წლისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რომელიც აღნიშნული წლისთვის 8,000,000 ლარს შეადგენს. თვიური ზღვრული ოდენობა კი 2024 წლის დეკემბრისთვის 1,000,000 ლარია.
სარკინიგზო ოპერატორის მიერ 2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში, ხელშეკრულების ფარგლებში მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 18.938,904 ლარი. საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის ივლისი-დეკემბრის პერიოდში გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა (პირდაპირი ხარჯი, არაპირდაპირი ხარჯი და ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხარჯი) შეადგინა - 29,386,925 ლარი.
|
2024 წლის PSO - კომპენსაციის ანგარიში |
ივლისი |
აგვისტო |
სექტემბერი |
ოქტომბერი |
ნოემბერი |
ჯამი |
|
შემოსავალი მგზავრთა გადაყვანიდან |
4,850,003 |
4,327,424 |
3,278,221 |
2,412,006 |
2,092,436 |
16,960,090 |
|
ჯამური ხარჯი |
(5,173,385) |
(4,951,853) |
(5,027,985) |
(4,848,130) |
(4,714,306) |
(24,715,659) |
|
წმინდა მოგება / (ზარალი) after -TAC |
(323,383) |
(624,430) |
(1,749,764) |
(2,436,124) |
(2,621,870) |
(7,755,571) |
|
კომპენსაცია (წმინდა ფინანსური ეფექტი) მოგების 2%-ის გათვალისწინებით |
(329,850) |
(636,918) |
(1,784,760) |
(2,484,847) |
(2,674,307) |
(7,910,682) |
|
გადახდილი კომპენსაცია |
(329,850) |
(636,918) |
(1,600,000) |
(2,484,847) |
(2,674,307) |
(7,725,922) |


კომპენსაციის გადახდა: 2025
2025 წლის საანგარიშო პერიოდისთვის (2024 წლის 1 დეკემბრიდან - 2025 წლის 30 ნოემბრამდე) კომპენსაციის წლის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 8,000,000 ლარი, ხოლო კომპენსაციის ყოველთვიურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა:
1 000 000
(მილიონი) ლარი 2024 წლის
1 დეკემბრიდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდისთვის (ყოველთვიური კომპენსაციის
ზღვრული ოდენობა);
450 000 (ოთხას
ორმოცდაათი ათასი) ლარი 2025 წლის
1 მაისიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისთვის (ყოველთვიური კომპენსაციის
ზღვრული ოდენობა);
1 000 000
(მილიონი) ლარი 2025 წლის
1 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისთვის (ყოველთვიური კომპენსაციის
ზღვრული ოდენობა).
2025 წელს (იანვარი-დეკემბერი), საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის ანგარიშგების
თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა
შეადგინა 31,268,652 ლარი. საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების
შესრულებისთვის 2025 წელს გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა (პირდაპირი ხარჯი, არაპირდაპირი
ხარჯი და ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხარჯი) შეადგინა - 56,403,229 ლარი. შემოსავალი ყველაზე
მაღალი იყო ივლისის თვეში. მას შემდეგ ყოველთვიურად კლებაა დაფიქსირებული. ხარჯის ყველაზე
დაბალი მაჩვენებელი თებერვლის თვეშია დაფიქსირებული. ჯამურად ყველაზე შემოსავლიანი
თბილისი-ბათუმის მიმართულებაა. საგარეუბნო მიმართულებებზე მიღებული შემოსავალი ინფრასტრუქტურით
სარგებლობის ხარჯებსაც კი არ ფარავს.