სამგზავრო გადაყვანები
2024 წლისთვის სარკინიგზო ოპერატორს ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, სავალდებულოდ განესაზღვრა 1,159,578 მატარებელ-კილომეტრის შესრულება დანართი N1-ით გათვალისწინებული სიხშირითა და გამოსაყენებელი აქტივებით.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სარკინიგზო ოპერატორის მიერ წარმოდგენილ იქნა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების 6 თვის ანგარიში. 2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში სარკინიგზო ოპერატორმა:
2025 წლისთვის სავალდებულოდ შესასრულებლად
განისაზღვრა 1 928 752 მატ.კმ. 2025
წლის იანვარი-დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში სარკინიგზო ოპერატორის მიერ:


შესრულებული რეისები
სარკინიგზო ოპერატორმა 2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სულ 6,240 რეისიდან 2,600 (41%) - მაგისტრალურ მიმართულებაზე 3,640 (59%) - საგარეუბნო მიმართულებაზე, ყველაზე მეტი - 1,162 რეისი შესრულდა ივლისის თვეში. მას შემდეგ შესრულებული რეისების რაოდენობა ყოველთვიურად იკლებს და დეკემბერში 941-ს შეადგენს.
სარკინიგზო ოპერატორმა 2025 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სულ 11,504 რეისი შეასრულა. მათგან 3,869 (34%) - მაგისტრალურ მიმართულებაზე 7,635 (66%) - საგარეუბნო მიმართულებაზე.
ყველაზე მეტი - 1,085 რეისი შესრულებულია
ივლისისა და აგვისტოს თვეებში. ყველაზე ნაკლები (720) რეისი შესრულდა თებერვლის თვეში. ჯამურად ყველაზე მეტი რეისი წლის განმავლობაში
შესრულებულია თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე.


გადაყვანილი მგზავრები
2024 წლის განმავლობაში, საშუალოდ 75%-იანი დატვირთვის და ივლისი-აგვისტოს პერიოდში მაგისტრალურ მიმართულებებზე 100%-ზე მეტი დატვირთვის პირობებში, სარკინიგზო ოპერატორის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 1,060,951 შეადგინა. გადაყვანილი მგზავრების 66% მაგისტრალურ მიმართულებებით სარგებლობდა, მხოლოდ 33%-მა ისარგებლა საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებით. ყველაზე მეტი მგზავრი (240,197) გადაყვანილია ივლისის თვეში. მას შემდეგ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კლებადია. ყველაზე მეტი მგზავრი ფიქსირდება თბილისი-ბათუმის მაგისტრალურ მიმართულებაზე და 437,498 შეადგენს.
2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში სარეალიზაციოდ სულ მიწოდებულ იქნა 1,406,545 ადგილი. 53% მაგისტრალური მიმართულებებისთვის, 47% კი საგარეუბნო მიმართულებებისთვის. ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი ადგილი დაფორმირდა ივლისის თვეში. მას შემდეგ ტენდენცია აქაც, ისევე, როგორც ყველა სხვა მაჩვენებელში, კლებადია.
რაც შეეხება დატვირთულობას, ამ პერიოდის განმავლობაში ყველა მიმართულებისთვის დატვირთულობის მაჩვენებელმა (გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შეფარდება ფორმირებული ადგილების რაოდენობასთან) საშუალოდ 75%-ს მიაღწია. დატვირთულობის საერთო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო აგვისტოს თვეში და 90%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური მიმართულებებისთვის დატვირთულობის საერთო მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდისთვის 94%-ია, მაშინ, როდესაც საგარეუბნო მიმართულებებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 54%-ს შეადგენს.
ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ მაგისტრალურ მიმართულებაზე, მაგალითად როგორიცაა თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ბათუმი, დატვირთულობის მაჩვენებელი 100%-ს აჭარბებდა.
გადაყვანილი მგზავრები 2024.pdf
2025 წლის განმავლობაში, სარკინიგზო ოპერატორის მიერ გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობამ 1,678,338 შეადგინა. გადაყვანილი
მგზავრების 65% მაგისტრალურ მიმართულებებით სარგებლობდა, მხოლოდ 35%-მა ისარგებლა საგარეუბნო
მიმოსვლის მატარებლებით. ყველაზე მეტი ბილეთი (207,550) გაიყიდა აგვისტოს თვეში. ყველაზე
ნაკლები ბილეთი თებერვალშია გაყიდული. გაყიდული ბილეთების 41% თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოდის.
2025 წლის განმავლობაში სარეალიზაციოდ სულ მიწოდებულ იქნა
2,612,522 ბილეთი. 51% მაგისტრალური მიმართულებებისთვის,
49% კი საგარეუბნო მიმართულებებისთვის.
რაც შეეხება დატვირთულობას (რეალიზებული ადგილების
რაოდენობის შეფარდება ფორმირებული ადგილების რაოდენობასთან), 2025 წელს განმავლობაში
დატვირთულობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა და ჯამურად 64%-ს მიაღწია.
დატვირთულობის საერთო მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო აგვისტოს თვეში და მხოლოდ 80%-ს
აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური მიმართულებებისთვის დატვირთულობის საერთო
მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდისთვის 83%-ია, მაშინ, როდესაც საგარეუბნო მიმართულებებისთვის
ეს მაჩვენებელი მხოლოდ 45%-ს შეადგენს.
დატვირთულობის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯამურად ფიქსირდება თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე. ყველაზე
დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ქუთაისი-რიონის ახლად დამატებულ მიმართულებაზე, რომელიც
2026 წლისთვის უკვე გაუქმებულია.
გადაყვანილი მგზავრები 2025.pdf


გაწეული შეღავათები
დამტკიცებულია სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შეღავათიანი ფასით სარგებლობის მქონე პირთა კატეგორიები და საშეღავათო ტარიფები. შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლებით სარგებლობენ:
• ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები
5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%).
აღნიშნულ პირთა კატეგორიებისთვის ბილეთის მოქმედ ტარიფს აკლდება 50%. შეღავათები მოქმედებს მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებზე.
2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში, სულ გაყიდულია 36,574 საბავშვო ბილეთი (დანიშნული დამატებითი რეისების ჩათვლით). საბავშვო ბილეთებზე სულ გაწეულ იქნა 622,241 ლარის შეღავათი.
სარკინიგზო ოპერატორს ივლისი-დეკემბრის პერიოდში გაწეული აქვს 1,168,799 ლარის ოდენობის შეღავათი (დღგ-ს ჩათვლით). სულ ამ პერიოდში შეღავათით ისარგებლა 77,781 მგზავრმა.
ყველაზე ხშირად საშეღავათო ტარიფით სტუდენტის სტატუსის მქონე მგზავრები სარგებლობენ. აღნიშნულ პერიოდში გაწეული შეღავათის 87% სწორედ სტუდენტებზე მოდის.
2025 წელს სულ გაყიდულია 51,139 საბავშვო ბილეთი. საბავშვო ბილეთებზე სულ
გაწეულ იქნა 778,680 ლარის შეღავათი.
სარკინიგზო ოპერატორს 2025 წლის განმავლობაში გაწეული აქვს 1,674,460 ლარის
ოდენობის შეღავათი (დღგ-ს ჩათვლით). სულ ამ პერიოდში შეღავათით ისარგებლა 140,600 მგზავრმა.
ყველაზე ხშირად (86%) საშეღავათო ტარიფით სტუდენტის სტატუსის მქონე მგზავრები
სარგებლობენ.