ვებსაიტი www.rta.gov.ge ეკუთვნის და მას ადმინისტრირებას უწევს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ - „სააგენტო“ ან „ჩვენ“), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო კოდით: 204683627, რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქუჩა №4, სართული 4.
სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, სააგენტოს დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.
ჩვენი ვებსაიტის უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა (შემდგომ - „მონაცემები“) დამუშავების პროცესი სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება განმარტავს, როგორ ამუშავებს სააგენტო მონაცემებს ვიზიტორთა მიერ სააგენტოს ოფიციალური ვებსაიტის - www.rta.gov.ge გამოყენებისას, მათ შორის, ვებსაიტიდან (etds.rta.gov.ge) ხელმისაწვდომ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (შემდგომ - „eTDS“) სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას.
შეტყობინება ვრცელდება ვებსაიტით სარგებლობისას განხორციელებულ მონაცემთა დამუშავებაზე, სააგენტოსთან ვებსაიტზე მითითებული საკომუნიკაციო არხებით დაკავშირებაზე, სიახლეების გამოწერაზე და ვებსაიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
შეტყობინება არ ვრცელდება თავად eTDS-ში მონაცემთა დამუშავებაზე. მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესი განსაზღვრულია „მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 24 დეკემბრის №1-1/151 ბრძანებით, ხოლო მატარებლის მემანქანეთა მონაცემების დამუშავების შესახებ მათი ინფორმირება ხორციელდება „მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებსაიტზე (www.matsne.gov.ge), ისე სააგენტოს ვებსაიტზე (www.rta.gov.ge).
ვებსაიტით სარგებლობის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია სააგენტო.
სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებსაიტით სარგებლობისას სააგენტომ შესაძლოა დაამუშაოს შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
საკომუნიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, შეტყობინების/მომართვის შინაარსი და ის ინფორმაცია, რომელსაც პირი სააგენტოს თავად აწვდის ვებსაიტზე მითითებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. აღნიშნული მონაცემები მუშავდება, როდესაც პირს სურს ვებსაიტის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს. ეს მონაცემები აუცილებელია შემოსული განცხადებების განსახილველად, განმცხადებლის იდენტიფიცირებისა და საჭიროების შემთხვევაში მასთან კომუნიკაციის დასამყარებლად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების საფუძველია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად)).
სიახლეების გამოწერის მონაცემები - ელექტრონული ფოსტის მისამართი და გამოწერის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირი სარგებლობს ვებსაიტზე არსებული სიახლეების გამოწერის ფუნქციით. აღნიშნული მონაცემები მუშავდება შესაბამისი პირებისთვის სააგენტოს შესახებ არსებული სიახლეების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის მიზნით. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების საფუძველია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (მონაცემთა სუბიექტის თანხმობა).
eTDS-ში რეგისტრირებულ პირთა ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემები - პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მატარებლის მემანქანის რეგისტრაციისას იგზავნება შესაბამისი კოდი. დამუშავება საჭიროა სააგენტოს მიერ eTDS-ში დაცული მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების საფუძველია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
სხვა მონაცემები - ისეთი ინფორმაცია, რომელსაც პირი თავად გვაწვდის ვებსაიტზე მითითებულ საკომუნიკაციო არხზე მომართვისას. აღნიშნული მონაცემების დამუშავება, როგორც წესი, ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად)).
ვებსაიტით სარგებლობისას მონაცემები შეიძლება მივიღოთ შემდეგი წყაროებიდან:
მონაცემების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოში ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადებისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნების გათვალისწინებით. სააგენტო მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ისინი დამუშავდა.
სიახლეების გამოწერისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები ინახება სიახლეების გამოწერის ვადით, სანამ მონაცემთა სუბიექტი არ გამოიხმობს თანხმობას.
„კონტაქტის“ გვერდის მეშვეობით მიღებული მონაცემები ინახება შესაბამისი მომართვის სააგენტოს საქმისწარმოების პროგრამაში რეგისტრაციამდე.
მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სიახლეების გამოწერის მიზნით დამუშავებული მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი და გამოწერის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, ინახება სიახლეების გამოწერის სერვისით სარგებლობის პერიოდში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს სიახლეების გამოწერა, კერძოდ, გამოიხმოს მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა სიახლეების შესახებ სააგენტოდან მიღებული ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სიახლის ბოლოს „გამოწერის გაუქმება“ ღილაკზე დაჭერის შედეგად. გამოწერის გაუქმების ან თანხმობის გამოხმობის შემდეგ სააგენტო წყვეტს ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებას სიახლეების გაგზავნის მიზნით, თუ მონაცემთა შემდგომი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ვებსაიტით სარგებლობის ფარგლებში სააგენტო მომხმარებლის მონაცემებს არ გადასცემს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააგენტო იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ვებსაიტის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების დასაცავად არაუფლებამოსილი წვდომისგან, შეცვლისგან, დაკარგვისგან, გამჟღავნებისგან ან სხვა უკანონო დამუშავებისგან.
eTDS-ში შესვლისას მომხმარებელი იდენტიფიცირდება პირადი ნომრის საფუძველზე, ხოლო მისი ვინაობა დასტურდება ტელეფონის ნომერზე SMS-ით მიღებული კოდის გამოყენებით. წარმატებული ავთენტიფიკაციის შემდეგ მომხმარებელს წვდომა ენიჭება მხოლოდ მისი სტატუსისა და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამის მონაცემებსა და სისტემის ფუნქციებზე. სააგენტოს თანამშრომლებისა და eTDS-ის სხვა ავტორიზებული მომხმარებლების მონაცემებზე წვდომის ფარგლები განისაზღვრება მათი ფუნქციებისა და სამართლებრივი უფლებამოსილების შესაბამისად.
ვებსაიტთან დაკავშირებულ მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია უფლებამოსილი პირებისათვის, მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად. მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენება წვდომის კონტროლის, ტექნიკური დაცვისა და უსაფრთხოების მონიტორინგის მექანიზმები. eTDS-ში არსებულ შესაბამის მონაცემებზე წვდომა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებითა და შესაბამის ფარგლებში. სისტემაში ავტორიზებულ სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია გაეცნოს მხოლოდ იმ მონაცემებს და განახორციელოს მხოლოდ ის მოქმედებები, რომლებიც აუცილებელია მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება, მათ შორის, ვებსაიტის ფუნქციონალის, მონაცემთა დამუშავების წესის ან საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების გათვალისწინებით. განახლებული შეტყობინება გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, თუ შეტყობინებაში სხვა ვადა არ იქნება მითითებული.
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებასა თუ მონაცემთა დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების გამოყენებით:
ასევე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ, თუ ფიქრობთ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები ან თუ გსურთ თქვენი რომელიმე უფლების გამოყენება.
თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ-ფოსტაზე: agency@rta.gov.ge. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: ლუკა მეზვრიშვილი, ელ-ფოსტა: l.mezvrishvili@rta.gov.ge
სააგენტო თქვენს მოთხოვნას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. მოთხოვნაზე რეაგირების მოხდენამდე სააგენტომ შესაძლოა მოითხოვოს თქვენი იდენტიფიცირება, რათა დარწმუნდეს, რომ მოთხოვნა წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის,
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო