წინასწარი რეგისტრაციის მიზანია მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაშვების მსურველთა შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება და საგამოცდო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვა. წინასწარი რეგისტრაციის გავლა არ გულისხმობს გამოცდაზე ოფიციალურ რეგისტრაციას და არ არის სავალდებულო.
წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და მოგაწვდით ინფორმაციას გამოცდის თარიღისა და დროის, ასევე გამოცდაზე დასაშვებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.