სარკინიზო ტრანსპორტის რეფორმის II ფაზის ფარგლებში (2025-2026) დაგეგმილია მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ
(EU) 2021/782 რეგულაციის დაახლოება საქართველოს კანონმდებლობასთან, ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად.
რეგულაცია ითვალისწინებს სარკინიგზო ტრანსპორტის
მგზავრთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი სარკინიგზო
მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას. ამასთან, რეგულაცია ადგენს მგზავრთა, მათ შორის,
შეზღუდული შესაძლებლობებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთა უფლებების
დაცვის ზოგად წესებსა და სტანდარტებს.
რეგულაციის
ძირითადი დებულებები:
- მგზავრთა
უფლებები და ვალდებულებები: ადგენს მგზავრთა უფლებებსა და მოვალეობებს, სარკინიგზო ტრანსპორტის
დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში, ინფორმაციის, დახმარებისა და კომპენსაციის მიღების
უფლების ჩათვლით;
- ხელმისაწვდომობა: უზრუნველყოფს სარკინიგზო
მომსახურების ხელმისაწვდომობას შშმ და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრებისთვის;
- კომპენსაცია
და საჩივრები: განსაზღვრავს
კომპენსაციის პირობებს და საჩივრების ეფექტურად განხილვის მექანიზმებს.
რეგულაციის
მნიშვნელობა:
- მგზავრთა
უფლებების დაცვა: აძლიერებს
მგზავრთა უფლებების დაცვას;
- გამჭვირვალობა
და ანგარიშვალდებულება: ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებაში გამჭვირვალობასა
და ანგარიშვალდებულებას;
- ინკლუზიური
მომსახურება: უზრუნველყოფს ყველა მგზავრისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის, სარკინიგზო მომსახურებაზე წვდომასა და სარგებლის მიღებას.