სარკინიგზო უსაფრთხოება

საქათველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის I ფაზის ფარგლებში (2023-2024) ხორციელდება იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა  და მატარებლებს გაერთიანების საკინიგზო სისტემაში 2007/59/EC დირექტივის დანეგვა, რომლის შესრულებაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით.

 

აღნიშნული დირექტივა ადგენს ლოკომოტივების და მატარებლების მემანქანეების სერტიფიცირების პირობებსა და პროცედურებს და განსაზღვრავს ამოცანებს, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, მატარებლის მემანქანეები და სექტორის სხვა დაინტერესებული მხარეები - სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები და სასწავლო ცენტრები.

 

დირექტივით გათვალისწინებულია მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების ორ-ეტაპიანი პროცესი: 1. (მართვის მოწმობის) გაცემა, რომელიც უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაბამისობას მინიმალურ სამედიცინო მოთხოვნებთან, საბაზისო განათლებასთან და ზოგად პროფესიულ უნარებთან; 2. სერტიფიკატის გაცემა, რომელიც ხდება სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ და რომელიც განსაზღვრავს, რომელ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე და რომელი მოძრავი შემადგენლობის მართვაზეა უფლებამოსილი მისი მფლობელი.

 

დირექტივის ძირითადი დებულებები:

 

  • მემანქანეთა სწავლების, გამოცდების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, სერტიფიცირების პროცესის უზრუნველყოფა;
  • მემანქანეთა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება;
  • მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პროფესიული კომპეტენციების პერიოდული შემოწმება;
  • მემანქანეთა მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეესტრის შექმნა.

 

იმპლემენტაცია და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება-მოვალეობები:

 

დირექტივის იმპლემენტაციის პროცესში სააგენტოს პასუხისმგებლობაა შექმნას მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობების’’ დოკუმენტი, მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რითაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ის წესები და პროცედურები რითაც დარეგულირდება მემანქანეთა პროფესიული სწავლების, გამოცდების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მინიმალური კომპეტენციებს მიკუთვნებული საკითხები, ასევე, პროცესში ჩართული მხარეების, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სასწავლო ცენტრების მიმართ წაყენებულ მოთხოვნები. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის და მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დაგეგმილია (2025 წლის 1 იანვრამდე):

 

  • მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
  • მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის შემუშავება დამტკიცება;
  • მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება;
  • მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;
  • პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცება;
  • სამედიცინო შემოწმებისა და სამედიცინო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარების წესის დამტკიცება.

 

საკანონმდებლო ცვლილებები: 

 

ნაწილობრივ განხორციელდა 2023 წელს საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. დირექტივის ძირითადი პრინციპები ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს სრული დაახლოებისთვის. სარკინიგზო კოდექსს დაემატა ახალი VIII.1 თავი, რომლითაც დადგინდა მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის და სერტიფიცირების შესაბამისი დებულებები, კერძოდ, რკინიგზის სისტემაში მატარებლის მართვის უფლება ექნება მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს განსაზღვრულ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს - მართვის მოწმობას და მემანქანის სერტიფიკატს.

 

დირექტივის მნიშვნელობა:

 

  • სარკინიგზო ქსელში მემანქანეთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • გაუმჯობესებული უსაფრთხოების ხარისხი: სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება;
  • სარკინიგზო უსაფრთხოების დონის ამაღლება.

 

შედეგად, დაინერგება ერთიანი სისტემური (და ევროპული) მიდგომა მატარებლის მემანქანეებისთვის მართვის მოწმობის გაცემის მიმართ. ყოველივე ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სარკინიგზო სისტემაში მატარებლების და ლოკომოტივების მემანქანეების მაღალ კვალიფიკაციას და აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფოს (სააგენტოს) მხრიდან სისტემატური ზედამხედველობის განხორციელებას.