წინასწარი რეგისტრაცია - სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად გამოცდაზე დასაშვებად

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დაშვების მსურველთა შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება და საგამოცდო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვა. წინასწარი რეგისტრაციის გავლა არ გულისხმობს გამოცდაზე ოფიციალურ რეგისტრაციას და არ არის სავალდებულო.

წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და მოგაწვდით ინფორმაციას გამოცდის თარიღისა და დროის, ასევე გამოცდაზე დასაშვებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

შესავსები მონაცემები:

ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურებისა და გადახდის პირობების შესახებ:

გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური - 100 ლარი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი), განმეორებითი დაშვება - 50 ლარი, მხოლოდ გამოცდის პრაქტიკული ნაწილზე განმეორებითი დაშვება - 30 ლარი. სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის საფასური - 30 ლარი.

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.