ჩვენ შესახებ
(2023-2024 წწ) - რეფორმის პირველი ფაზა ითვალისწინებს
პოლიტიკის ჩარჩოს შექმნას, რომლის ძირითადი მიზნებია: ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა სარკინიგზო
უსაფრთხოებისა და დარგის რეგულირების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს:
-
სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი
ორგანოს შექმნას - რომლის თანახმადაც დაფუძნდა: სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული
ორგანო – (National Safety Authority –
NSA) სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტო - 2023 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემის ქვეშ.
-
სარკინიგზო ინციდენტების და შემთხვევების მოკვლევის ბიუროს შექმნას - რომლის თანახმადაც დაფუძნდა სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მომხდარი შემთხვევების/ინციდენტების დამოუკიდებელი გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება.
რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში გათვალისიწინებული იყო სარკინიგზო მიმართულებით ახალი ნორმატიული ბაზის შექმნა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობით, შემდეგი მიმართულებებით:
- სარკინიგზო უსაფრთხოების შესახებ
- რომლის
თანახმადაც შემუშავდა „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის“ პროექტი, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის
11 მაისის რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ
(EU) 2016/798 - დირექტივის და მასზე დაფუძნებული დებულებების მიხედვით, რომლიც დამტკიცებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის
N394 დადგენილებით „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“.
-
ლოკომოტივისა და მატარებლის მემანქანეების
სერტიფიცირების შესახებ - რომლის თანახმადაც შემუშავდა
„მართვის მოწმობის გაცემის, განახლებისა და
აღდგენის, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობების“ პროექტი, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის ლოკომოტივისა
და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების 2007/59/EC დირექტივის - მასზე
დაფუძნებული დებულებების მიხედვით, რომლიც
დამტკიცებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის N442 დადგენილებით
„მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა
და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების
შესახებ“.
-
სახიფათო ტვირთის საავტომობილო და
სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შესახებ - რომლის თანახმადაც შემუშავდა „სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვის
წესის“ პროექტი, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 24 სექტემბრის სახიფათო ტვირთების შიდა ტრანსპორტირების
2008/68/EC დირექტივის და მისგან გამომდინარე „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის
შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID)’’ საფუძველზე, რომლიც დამტკიცებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის
2025 წლის 22 იანვრის N17 დადგენილებით „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“.
რეფორმის პირველი ფაზა აგრეთვე ითვალისიწნებს:
საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებების შესრულებას, რომლის ფარგლებში:
-
2024 წლის 14 ივნისს სააგენტოს მიერ სარკინიგზო ოპერატორთან გაფორმდა
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის საზოგადოებრივი სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო
მომსახურების (EC) 1370/2007 რეგულაციის შესაბამისად.