სიახლეები
19
სექ
2024
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრა, სადაც სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
და საქართველოში მიმდინარე სარკინიგზო რეფორმის ფარგლებში, კოლეჯთან სამომავლო თანამშრომლობის
შესაძლებლობები განიხილა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა, რეფორმის ფარგლებში, მემანქანეთა პროფესიული
სწავლების თაობაზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების
ინფორმირებას; ასევე,
ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მათი წარმომადგენლების ჩართულობას,
რათა დარგი ახალ რეგულაციებს მომზადებული შეხვდეს და პრაქტიკაში შეფერხებლად დაინერგოს.
Ⴑაქართველოში მიმდინარე სარკინიგზო რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას
წარმოადგენს მემანქანეთა პროფესიული განათლების საკითხი, რომელიც მართვის
მოწმობის მისაღებად საბაზო პროფესიულ და მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკატო
სწავლებას მოიცავს.
მართვის მოწმობასთან დაკავშირებული საბაზო პროფესიული სწავლება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მიმდინარეობდეს,
რომელსაც სააგენტო სასწავლო ცენტრის სტატუსს მიანიჭებს. ამასთან, სასწავლო ცენტრს
უნდა ჰქონდეს მემანქანეთა პროფესიული სწავლების შესაბამის საგანმანათლებლო
პროგრამა. არსებული მდგომარეობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას „ლოკომოტივის
მართვა“ სწორედ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა კოლეჯის ხელმძღვანელს
წარუდგინეს პრეზენტაცია მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემისა და სერტიფიცირების
პირობების შესახებ, ასევე, გააცნეს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში
განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები.
გააზიარე: