სიახლეები

news imagesnews images

15

სექ

2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში, რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდისთვის მოსამზადებელი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.


15 სექტემბრიდან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე გაიარონ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდისთვის  სიმულაციური ტესტირება და მოემზადონ გამოცდებისთვის.


შეგახსენებთ, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, მოეთხოვებათ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მინიმუმ 1 სპეციალისტის ყოლა.


სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს გასცემს  სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. სერტიფიკატის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, სააგენტოში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეცილისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარება.


გამოცდაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სწავლება სააგენტოს მიერ აღიარებულ სწავლების განმახორციელებლ პირთან და ფლობენ სწავლების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.


ელექტრონულ პლატფორმას ეწვიეთ:

https://dr.rta.gov.ge/index.php?route=extension/module/practice