სიახლეები

news imagesnews images

30

ოქტ

2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია განაახლა.


განახლებული სტატისტიკა მოიცავს მონაცემებს მემანქანეთა მოქმედი მართვის მოწმობების, მათი ასაკობრივი განაწილებისა და მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების შესახებ. ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია მემანქანეთა მოქმედი სერტიფიკატების შესახებ - როგორც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მონაკვეთების, ისე მოძრავი შემადგენლობის ტიპების მიხედვით.


ამასთან, სტატისტიკური მონაცემები ასახავს მემანქანეთა საცხოვრებელი ქალაქების მიხედვით განაწილებას, რაც დეტალურ ინფორმაციას იძლევა ქვეყნის მასშტაბით მემანქანეთა გეოგრაფიული განაწილების შესახებ.  


მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის განახლება ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სერტიფიცირების სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში გამჭვირვალობის გაძლიერებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://rta.gov.ge/safety/train-drivers/statistical-information