სიახლეები

news imagesnews images

26

ოქტ

2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე პირველადი რეგისტრაცია დაიწყო.


სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სწავლება სააგენტოს მიერ აღიარებულ სწავლების განმახორციელებელ პირთან და ფლობენ სწავლების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.


რეგისტრირებულ პირებს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ეცნობებათ გამოცდის თარიღი, ასევე ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.


პირველადი რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

https://dr.rta.gov.ge/index.php?route=extension/module/exam_booking