სიახლეები

news imagesnews images

16

ოქტ

2026

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი უნგრეთის სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანოს (NSA) ხელმძღვანელს ლასლო ვესპრემის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სარკინიგზო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში.


ერეკლე კეჟერაშვილმა სტუმარს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ხაზი გაესვა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, როგორც სარკინიგზო უსაფრთხოების სერტიფიცირებისა და ავტორიზაციის, ასევე პროფესიული სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადაყვანის რეგულირების მიმართულებით.