სიახლეები

news imagesnews images

16

ოქტ

2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და უნგრეთის სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნულ ორგანოს შორის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სარკინიგზო უსაფრთხოებისა და თავსებადობის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების სერტიფიცირებისა და ავტორიზაციის, მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტთა სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის რეგულირებისა და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების საკითხები.


აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელ უწყებებს შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას და საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.


შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.