სიახლეები


20
აგვ
2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს, 5 წლის ვადით, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტების მომზადების უფლებამოსილება მიანიჭა.
შედეგად, სასწავლებელი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტები მოამზადოს.
სწავლება უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციების მიღებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასა და დახარისხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობისა და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის რეგულაციის (RID) მოთხოვნების გათვალისწინებით.
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეჯი სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს გასცემს, რომელიც აუცილებელი იქნება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად.
სააგენტო უზრუნველყოფს სწავლების განმახორციელებელი პირების რეესტრის წარმოებას ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მეშვეობით და მათ შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://www.rta.gov.ge/safety/dangerous-goods/person-providing-specialist-training
გააზიარე: