სიახლეები

news imagesnews images

11

დეკ

2024

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გურამ გურამიშვილთან ერთად მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. 


სააგენტოს დირექტორმა სარკინიგზო დარგის წარმომადგენლებს, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო მოთხოვნების საფუძველზე შემუშავებული,  „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის“ თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.

 

კერძოდ, იმ სუბიექტებმა, რომლებიც დღეის მდგომარეობით  ფლობენ და ახორციელებენ მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციას, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მისაღებად უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს 2025 წლის 1 მაისამდე. 


 „საქართველოში სარკინიგზო დარგის რეფორმა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. მომავალი წლიდან უკვე ძალაში შევა პირველი ფაზით გათვალისწინებული „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“, რომლის მიზანია საქართველოს სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოების დონის ამაღლება და უსაფრთხოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებთან. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვუპასუხეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციაზე. ჩვენ მზად ვართ, დამატებით, გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად განვიხილოთ ნებისმიერი შემთხვევა“, - განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა. 


საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად მათზეც გავრცელდება.

სხვა სიახლეები