სიახლეები

news imagesnews images

20

მაი

2025

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის ვადა 2025 წლის 20 ივნისამდე გახანგრძლივდა. 

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან სარკინიგზო საწარმოებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვებისთვის გააჩნიათ უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის აქვთ უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება. ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებების მიხედვით, რკინიგზის სისტემაში მოქმედმა სარკინიგზო საწარმოებმა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებმა, მათ შორის მიასასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მისაღებად დადგენილი ფორმის განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, რათა მიეცეთ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 

12 მარტიდან, განაცხადების მიღებიდან დღემდე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უკვე 100-ზე მეტმა კომპანიამ მიმართა, რის ფარგლებშიც მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა წარადგინეს შესაბამისი განცხადებები  და თანდართული დოკუმენტაცია, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემა. 

უსაფრთხოების ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთოხების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შეახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.

სააგენტო მოუწოდებს იმ სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში (კერძოდ, სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები), საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, განახლებულ ვადაში წარადგინონ განცხადება და უზრუნველყონ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამის

სხვა სიახლეები