სიახლეები

news imagesnews images

11

სექ

2025

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ ერთობლივი  ორგანიზებით, მატარებლის მემანქანის დამსაქმებელ კომპანიებთან საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში,  მატარებლის მემანქანის დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიიღეს ინფორმაცია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის,  მათ შორის მატარებლის მემანქანეებისთვის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული წესების შესახებ. ისაუბრეს ასევე, კოლეჯის სასწავლო ბაზაზე განხორციელებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც  სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროსთან არის დაკავშირებული.


საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს პროფესიული განათლების მიღება, სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრში. შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ლოკომიტივის მართვა“; მასზე დაშვების, სწავლების ფორმატის, ხანგრძლივობისა და სასწავლო პროგრამის შესახებ. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაშვება სწორედ ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ მოხდება. 


მატარებლის მემანქანეობის მსურველი პირებისთვის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა რეგისტრაცია 2025 წლის 25 სექტემბრამდე მიმდინარეობს.