სიახლეები
18
სექ
2025
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ ,,სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID/2025) ოფიციალური გამოცემის ქართულენოვან ვერსიაზე მუშაობა დაასრულა.
დოკუმენტი ასახავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ დეტალურ წესებსა და მოთხოვნებს, მათ შორის, სახიფათო ტვირთების კლასებისა და მათი კლასიფიკაციის, მარკირებისა და საშიშროების ნიშნების განთავსების შესახებ მოთხოვნებს. აგრეთვე, დებულებებს შეფუთვებისა და ცისტერნების შესახებ, ტვირთის გაგზავნის პროცედურებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასთან და ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, RID მოიცავს სახიფათო ტვირთების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას, რომელი სახიფათო ტვირთია დაშვებული სარკინიგზო გადაზიდვებისთვის და რა მოთხოვნები ვრცელდება მათზე.
დოკუმენტი განკუთვნილია შემდეგი სუბიექტებისთვის:
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში, სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანო, განახორციელებს საქართველოში სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვების ტექნიკურ რეგულირებასა და შესაბამისი წესების, მათ შორის RID-ის, მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას.
იხილეთ ,,სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID/2025) ქართულენოვანი ვერსია: https://rta.gov.ge/legislation/legal-acts/eu-legislation
გააზიარე: