სიახლეები

news imagesnews images

28

იან

2026


სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სასწავლო ცენტრის სტატუსი მიენიჭა. Ⴑაქართველოში მიმდინარე სარკინიგზო რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მემანქანეთა პროფესიული განათლების საკითხი, რომელიც მართვის მოწმობის მისაღებად პროფესიულ სწავლებას მოიცავს.


საქართველოს სარკინიგზო ქსელში მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც შესაბამის პროფესიულ სწავლებას გაივლიან იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც სსიპ — სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სასწავლო ცენტრის სტატუსი.


კანონმდებლობით განისაზღვრა სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების პირობები და პროცედურები, მათი საქმიანობის მონიტორინგისა და რეესტრის წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის ობიექტურ შეფასებას. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სასწავლო ცენტრს უნდა ჰქონდეს მემანქანეთა პროფესიული სწავლების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. არსებული მდგომარეობით, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი არის პირველი სასწავლო ცენტრი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას - „ლოკომოტივის მართვა“-ს ახორციელებს.


იხილეთ აღიარებული სასწავლო ცენტრების რეესტრი: https://rta.gov.ge/safety/train-drivers/training-centre