სიახლეები

news imagesnews images

14

აპრ

2026

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზას“ უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიკატები მიანიჭა.


საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაიცა შემდეგი დოკუმენტები:

უსაფრთხოების ავტორიზაცია - სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და მოვლა-შენახვისთვის;

უსაფრთხოების სერტიფიკატი - ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის;

უსაფრთხოების სერტიფიკატი - მგზავრთა გადაყვანისა და შესაბამისი მომსახურებისათვის.


აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც მიღწეულ იქნა თანამედროვე უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნითა და დანერგვით.


უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს პროცესებისა და პროცედურების ერთიან, სისტემურ ჩარჩოს და უზრუნველყოფს:

საოპერაციო პროცესების მკაფიო და ერთგვაროვან რეგულირებას;

საქმიანობის სტანდარტიზაციას;

რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას.


2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სააგენტოს მიერ სარკინიგზო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებზე ჯამში გაცემულია:

121 უსაფრთხოების ავტორიზაცია;

6 უსაფრთხოების სერტიფიკატი.


აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში - ახალი მარეგულირებელი სისტემა სრულად გავრცელდა საქართველოს სარკინიგზო ქსელზე და დარგში მოქმედი ძირითადი სუბიექტების მხრიდან შესრულდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები.


უსაფრთხოების სერტიფიცირებისა და ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება უზრუნველყოფს:

ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას;

უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას;

ოპერაციული და ტექნიკური რისკების იდენტიფიცირებასა და მინიმიზაციას;

ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას.


შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის ხარისხი და უზრუნველყოფილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სტანდარტების დანერგვა საქართველოში.