სიახლეები


24
აპრ
2026
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების კომპეტენტური ორგანო, საზოგადოებრივი მომსახურების 2025 წლის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიში ასახავს:
საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის დეტალურ ანგარიშგებას;
შესრულების ძირითადი ინდიკატორების შეფასებას;
ოპერაციულ და სტატისტიკურ მონაცემებს;
მგზავრთა გამოკითხვების შედეგებს.
2025 წლის განმავლობაში:
შესრულდა 11,504 რეისი;
გადაყვანილ იქნა 1,678,421 მგზავრი.
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის, ეფექტიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის მუდმივ ზედამხედველობას, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი და საიმედო სარკინიგზო მომსახურების უზრუნველყოფას.
ანგარიში სრულად იხილეთ:
https://rta.gov.ge/transfer/community-service-obligation/public-service-obligation-reports
გააზიარე: