სიახლეები

news imagesnews images

15

ივლ

2026

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების ინსპექტირების პროცესი დაიწყო.


აღნიშნული პროცესი ხორციელდება უსაფრთხოების სერტიფიკატის და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ, რათა ხელი შეუწყოს სარკინიგზო დარგის სუბიექტების მიერ  საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას და სარკინიგზო უსაფრთხოების დონის ამაღლებას.


2026 წლის ზედამხედველობის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში უკვე განახორციელა ქ. ფოთში მდებარე სამი მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის გეგმური ინსპექტირება. 


ინსპექტირების პროცესი მთელი წელი  გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს სხვა სარკინიგზო საწარმოებს და ინფრასტრუქტურის მენეჯერებს, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სხვა სიახლეები