სიახლეები

news imagesnews images

31

ივლ

2026

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების ინსპექტირების პროცესს განაგრძობს.


2026 წლის ზედამხედველობის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში დამატებით განახორციელა ქ. ბათუმში მდებარე სამი მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის გეგმური ინსპექტირება. ამასთან, განხორციელდა უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის საჭირო წინასწარი დათვალიერება სოფელ შულავერში მდებარე კიდევ ერთ სარკინიგზო ობიექტზე.


ინსპექტირების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს სხვა სარკინიგზო საწარმოებს და ინფრასტრუქტურის მენეჯერებს, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.