სარკინიგზო უსაფრთხოება
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის
წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით.
მე-7
კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) ნაწილში,
ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
სააგენტო
უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების შემოწმება ამ
წესით და RID-ით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. სააგენტო
უფლებამოსილია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი
ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან.
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის
წესის დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე
ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას
10 000 ლარის ოდენობით.