სიახლეები

news imagesnews images

19

თებ

2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეროვნულ უწყებას  შორის სარკინიგზო უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა და სარკინიგზო ტრანსპორტის სტრატეგიისა და რეგულირების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, იანოშ კერეკგიარტომ. 

საქართველოსა და უნგრეთს შორის სარკინიგზო უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროპული კანონმდებლობის დანერგვისა და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა და ევროკავშირის  პრაქტიკაზე დაყრდნობით სარკინიგზო უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება. 

თანამშრომლობა მოიცავს ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას სამუშაო შეხვედრების/სემინარებისა და პროფესიული ტრენინგების გზით, სარკინიგზო უსაფრთხოებისა და სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფის, მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობების გაცემისა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიცირების მიმართულებებით, აგრეთვე უსაფრთხოების სერტიფიცირებისა და ავტორიზაციების მინიჭების, უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასებისა და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია სარკინიგზო უსაფრთხოების ეფექტიანი რეგულირებისათვის. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება არა მხოლოდ გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს სააგენტოს თანამშრომელთა კომპეტენციების ზრდას და მიზნობრივი პროფესიული მხარდაჭერის მიღებას, ამასთან სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებისა და  ზედამხედველობის პროცესში გააღრმავებს პრაქტიკულ უნარებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.

სხვა სიახლეები