სიახლეები

news imagesnews images

21

მაი

2026

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (OTIF)-ის მმართველი ორგანოს - ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომაში, რომელიც 2026 წლის 19-20 მაისს შვეიცარიის ქ. ბერნში გაიმართა.


ადმინისტრაციული კომიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის სტრატეგიული, სამართლებრივი და ადმინისტრაციული მიმართულებების განსაზღვრაში. OTIF-ის ფარგლებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო სარკინიგზო სამართლის, უსაფრთხოების და გადაზიდვების სფეროში თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას.


ინფორმაციისთვის, საქართველო OTIF-ის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრია 2021 წლიდან, ხოლო 2024 წელს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მეორე ვადით იქნა არჩეული კომიტეტის წევრად 2027 წლის ჩათვლით.