სარკინიგზო უსაფრთხოება
უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება
უსაფრთხოების ავტორიზაცია შეიძლება განახლდეს, იმ შემთხვევაში, თუ:
- თუ იგეგმება ინფრასტრუქტურის მენეჯერის საქმიანობის სახეში ან მასშტაბში მნიშვნელოვანი ცვლილება ან ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი;
- თუ იგეგმება უსაფრთხოების ავტორიზაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა;
- თუ იგეგემა უსაფრთხოების მართვის სისტემაში არსებითი ცვლილებების შეტანა;
- საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სააგენტომ შეიძლება ინფრასტრუქტურის მენეჯერს მოსთხოვოს ახალი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღება, თუ საქართველოს კანონმდებლობაში სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებითი ცვლილებები შედის.
სააგენტო 2 თვის ვადაში ამოწმებს ცვლილებებს, რომლებიც შევიდა წინა განაცხადის ფარგლებში წარდგენილ მტკიცებულებებში, რაც წარმოადგენდა უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციის გაცემის საფუძველს და უზრუნველყოფილია თუ არა მოთხოვნილი ცვლილების ფარგლებში სარკინიგზო ქსელში უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა/ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება.
უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება
უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაცია ან/და შეაჩეროს მისი ან მისი ნაწილის მოქმედება თუ აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის გაცემის პირობებს.
დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების დროებითი შეჩერების შემდეგი ფორმები:
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება ქსელის ნაწილისთვის ან საქმიანობის სახისთვის;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების სრულად შეჩერება.
უსაფრთხოების ავტორიზაცია შეიძლება აგრეთვე შეჩერდეს, იმ შემთხვევაში, თუ:
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი მიმართავს სააგენტოს უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნით;
- როდესაც სააგენტო აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი აღარ ახორციელებს უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას სულ მცირე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების ავტორიზაცია შესაძლოა გაუქმდეს, შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც გახდა უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, არ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დადგენილ ვადაში ან სააგენტოსთან არ შეათანხმებს შესაბამის მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს ან არ ასრულებს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი წარადგენს მოთხოვნას უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების გაუქმების შესახებ;
- თუ გამოვლინდება, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი იყო მცდარი ან ყალბი მონაცემები;
- თუ ხდება უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის საგანის არსებითი ცვლილების მიზნით ან/და უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი წყვეტს თავის საქმიანობას, როგორც იურიდიული პირი.
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.
ინფრასტრუქტურის მენეჯერის წლიური ანგარიში
ინფრასტრუქტურის მენეჯერი არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 მარტისა, სააგენტოს წარუდგენს წინა კალენდარული წლის უსაფრთხოების ანგარიშს.
უსაფრთხოების ანგარიში მოიცავს:
- ინფორმაციას მართვის სისტემით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
- ინფორმაციას საერთო ინდიკატორების შესახებ;
- მონიტორინგის შედეგებს;
- შეფასებას გაუმართაობებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სარკინიგზო უსაფრთხოებას;
- ანგარიშს უსაფრთხოების საერთო მეთოდების გამოყენების შესახებ.
სააგენტოსთვის წარსადგენი უსაფრთხოების მაჩვენებლები
ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია ყოველ კვარტალურად, არაუგვიანეს კვარტალის დასრულების მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს სააგენტოს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები სარკინიგზო უსაფრთხოების წესის VIII დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი VIII).
სარკინიგზო შემთხვევის და ინციდენტის შეტყობინება
ინფრასტრუქტურის
მენეჯერი ვალდებულია სარკინიგზო შემთხვევის/ინცინდენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო
დღისა, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს სარკინიგზო უსაფრთხოების წესის
IX დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი IX).
განაცხადის განხილვის ვადა და ეტაპები
• სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების ფორმალურ შესაბამისობას.
• ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და 30 დღის ვადაში ამოწმებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები მოიცავს თუ არა საკმარის ინფორმაციასა და მტკიცებულებას შეფასებისთვის.
• თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს სააგენტო 4 თვის ვადაში ამოწმებს აქვს თუ არა განმცხადებელს დანერგილი უსაფრთხოების მართვის სისტემა და უზრუნველყოფილია თუ არა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა.
განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რა დროსაც ჩერდება წარმოების ვადის დინება.
სააგენტო უფლებამოსილია განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია შეფასების პროცესის უზრუნველყოფისთვის.
იმისთვის, რომ გადამოწმდეს თუ როგორ არის დანერგილი უსაფრთხოების მართის სისტემა და რამდენად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტით.
განცხადების განხილვის შედეგად სააგენტოს იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
- უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემის შესახებ;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის პირობებით გაცემის თაობაზე;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
განცხადების ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია
უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად/განსაახლებლად/ვადის გასაგრძელებლად წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- განცხადების ტიპი (ახალი/განახლება/ვადის გაგრძელება);
- ოპერაციების ტიპი (მგზავრთა გადაყვანა/ტვირთების გადაზიდვა/სამანევრო);
- სარკინიგზო სატრანსპორტო ოპერაციები (ოპერაციების დაწყების თარიღი/საქმიაობის არეალი);
- ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ/საკონტაქტო პირის შესახებ;
- ხელმოწერა/თარიღი.
- წინა უსაფრთხოების სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს - უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად ან განსაახლებლად განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად წარმოდგენილ განაცხადთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას:
- იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უსაფრთხოების მართვის სისტემა და შეფასებისთვის საჭირო მტკიცებულებები;
- სარკინიგზო ქსელში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი;
- განაცხადი იმის შესახებ, რომ სარკინიგზო ქსელში გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები;
- ის შიდა წესები და რეგულაციები, რაც ვრცელდება სარკინიგზო საწარმოზე, რომელიც სარგებლობს ინფრასტრუქტურით;
- განაცხადის განხილვისთვის დადგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად განაცხადის ფორმა (იხ. დანართი IV).
შაბლონები: განაცხადი სარკინიგზო საწარმოების დაშვება გამოსაყენებლად მხოლოდ ტექნიკურად გამართულ და ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურაზე.
განაცხადი სარკინიგზო ქსელში ტექნიკურად გამართული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების თაობაზე;
ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების მართვის სისტემა
ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების მართვის სისტემა სარკინიგზო უსაფრთხოების წესის II დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. (იხ. დანართი II).
უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციული მოწყობას, ღონისძიებებსა და და პროცედურებს, რომლებიც განსაზღვრულია სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხო მართვა;
უსაფრთხოების მართვის სისტემა მორგებული უნდა იყოს სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის სახეს/ხასიათს, მასშტაბს, არეალსა და განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.
უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს:
- უსაფრთხოების პოლიტიკას;
- ორგანიზაციის ხარისხობრივ თუ რაოდენობრივ მიზნებს;
- პროცედურებს ტექნიკური და საექსპლუატაციო სტანდარტების შესასრულებლად;
- პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოწყობილობების შესაბამისობას სტანდარტებთან;
- დასაქმებულების მოსამზადებელ პროგრამებსა და სისტემებს;
- ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მექანიზმებს;
- ინფორმაციის აღრიცხვის წესსა და პირობებს;
- წესებს სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების, პოტენციურად სახიფათო და სხვა სახიფათო შემთხვევების შესახებ;
- სამოქმედო გეგმებს, გაფრთხილებებსა და შეტყობინებების მექანიზმებს;
- დებულებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდული შიდა აუდიტისათვის.
უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის, ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია წარმოადგენდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების ავტორიზაციას, რომლითაც დასტურდება ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება, რაც უზრუნველყოფს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარკინიგზო უსაფრთხოების მოთხოვნების, მათ შორის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია, საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში.
უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცემა 5 წლის ვადით.
ინფრასტრუქტურის მენეჯერი
ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის,
მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე,
სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა
პირს გადაეცეს.