სარკინიგზო უსაფრთხოება
სარკინიგზო შემთხვევის და ინციდენტის შეტყობინება
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი ვალდებულია სარკინიგზო შემთხვევის/ინცინდენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს სარკინიგზო უსაფრთხოების წესის IX დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი IX).
სააგენტოსთვის წარსადგენი მაჩვენებლები
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მხრიდან სააგენტოსთვის წარსადგენი უსაფრთხოების მაჩვენებლები
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი ვალდებულია ყოველ კვარტალურად, არაუგვიანეს კვარტალის დასრულების მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს სააგენტოს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები სარკინიგზო უსაფრთხოების წესის VIII დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი VIII).
უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება
უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაცია ან/და შეაჩეროს მისი ან მისი ნაწილის მოქმედება თუ აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის გაცემის პირობებს.
დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების დროებითი შეჩერების შემდეგი ფორმები:
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება ქსელის ნაწილისთვის ან საქმიანობის სახისთვის;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების სრულად შეჩერება.
უსაფრთხოების ავტორიზაცია შეიძლება აგრეთვე შეჩერდეს, იმ შემთხვევაში, თუ:
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი მიმართავს სააგენტოს უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნით;
- როდესაც სააგენტო აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი აღარ ახორციელებს უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას სულ მცირე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების ავტორიზაცია შესაძლოა გაუქმდეს, შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც გახდა უსაფრთხოების ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, არ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დადგენილ ვადაში ან სააგენტოსთან არ შეათანხმებს შესაბამის მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს ან არ ასრულებს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი წარადგენს მოთხოვნას უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების გაუქმების შესახებ;
- თუ გამოვლინდება, რომ უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი იყო მცდარი ან ყალბი მონაცემები;
- თუ ხდება უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის საგანის არსებითი ცვლილების მიზნით ან/და უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი წყვეტს თავის საქმიანობას, როგორც იურიდიული პირი.
- უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის წლიური ანგარიში
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 მარტისა, სააგენტოს წარუდგენს წინა კალენდარული წლის უსაფრთხოების ანგარიშს.
უსაფრთხოების ანგარიში მოიცავს:
- ინფორმაციას მართვის სისტემით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
- ინფორმაციას საერთო ინდიკატორების შესახებ;
- მონიტორინგის შედეგებს;
- შეფასებას გაუმართაობებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სარკინიგზო უსაფრთხოებას;
- ანგარიშს უსაფრთხოების საერთო მეთოდების გამოყენების შესახებ.
სააგენტოსთვის წარსადგენი უსაფრთხოების მაჩვენებლები
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი ვალდებულია ყოველ კვარტალურად, არაუგვიანეს კვარტალის დასრულების მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს სააგენტოს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები სარკინიგზო უსაფრთხოების წესის VIII დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი VIII).
უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება
ისარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი ვალდებულია წარმოადგენდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების ავტორიზაციას, რომლითაც დასტურდება მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება, რაც უზრუნველყოფს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარკინიგზო უსაფრთხოების მოთხოვნების, მათ შორის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტების, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას.
ინფრასტრუქტურის მენეჯერს/სარკინიგზო საწარმოს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ან ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვს მხოლოდ იმ მისასვლელი ლიანდაგის მფლობელთან, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაცია.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია, საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში.
უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცემა 5 წლის ვადით.
უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება
უსაფრთხოების ავტორიზაცია ექვემდებარება განახლებას ან ახალი უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღებას:
- როდესაც ინფრასტრუქტურა, სიგნალიზაციის ან ელექტროენერგიის ქვესისტემები, ან მათი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პრინციპები მნიშვნელოვნად იცვლება.
- უსაფრთხოების ავტორიზაციაში მითითებული მონაცემები იცვლება;
- უსაფრთხოების მართვის სისტემაში ხორციელდება არსებითი ცვლილებები;
- საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სააგენტო 2 თვის ვადაში ამოწმებს ცვლილებებს, რომლებიც შევიდა წინა განაცხადის ფარგლებში წარდგენილ მტკიცებულებებში, რაც წარმოადგენდა უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაციის გაცემის საფუძველს და უზრუნველყოფილია თუ არა მოთხოვნილი ცვლილების ფარგლებში ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება.
განაცხადის განხილვის ვადა და ეტაპები
განცხადების ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების მართვის სისტემა
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების მართვის სისტემა სარკინიგზო უსაფრთხოების წესის V დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. (იხ. დანართი V).
უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციული მოწყობას, ღონისძიებებსა და და პროცედურებს, რომლებიც განსაზღვრულია სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხო მართვა;
უსაფრთხოების მართვის სისტემა მორგებული უნდა იყოს მისასვლელი ლიანდაგის საქმიანობის სახეს/ხასიათს, მასშტაბს, არეალსა და განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.
მისასვლელი ლიანდაგების უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
-
საქმიანობის
სახე(ებ)ი და არეალი;
-
მფლობელობაში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა;
-
დაინტერესებული მხარეები;
-
ორგანიზაციული ფუნქციები;
-
თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და უფლებამოსილება;
-
უსაფრთხოების ზომები;
-
დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საჭიროება;
-
კომპეტენციების განსაზღვრა;
-
საკომუნიკაციო არხები;
-
უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია;
-
სარკინიგზო
ოპერაციების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
პროცესებისა და საქმიანობების განსაზღვრა
და აღწერა;
-
ოპერაციული დაგეგმვა და მართვა;
-
სატრანსპორტო
საშუალებების მოვლა-შენახვისა და ტექნიკური მომსახურების პირობები და პროცედურები;
-
აქტივების მართვა;
-
კონტრაქტორები, პარტნიორები და მიმწოდებლები;
-
სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების საფუძველზე მიღებული
გამოცდილება.