სარკინიგზო უსაფრთხოება
სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;
უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება
სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლებისთვის, სარკინიგზო საწარმო ვალდებულია წარმოადგენდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომლითაც დასტურდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნის ვალდებულების შესრულება და სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა სარკინიგზო ქსელში.
უსაფრთხოების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის სახე მითითებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში და მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით.
უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.
სარკინიგზო საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა
სარკინიგზო საწარმო ვალდებულია შექმნას უსაფრთხოების მართვის სისტემა სარკინიგზო უსაფრთხოების წესის I დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. (იხ. დანართი I).
უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ორგანიზაციული მოწყობას, ღონისძიებებსა და და პროცედურებს, რომლებიც განსაზღვრულია სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხო მართვა;
უსაფრთხოების მართვის სისტემა მორგებული უნდა იყოს სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის სახეს/ხასიათს, მასშტაბს, არეალსა და განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს.
უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს:
- უსაფრთხოების პოლიტიკას;
- ორგანიზაციის ხარისხობრივ თუ რაოდენობრივ მიზნებს;
- პროცედურებს ტექნიკური და საექსპლუატაციო სტანდარტების შესასრულებლად;
- პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოწყობილობების შესაბამისობას სტანდარტებთან;
- დასაქმებულების მოსამზადებელ პროგრამებსა და სისტემებს;
- ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მექანიზმებს;
- ინფორმაციის აღრიცხვის წესსა და პირობებს;
- წესებს სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების, პოტენციურად სახიფათო და სხვა სახიფათო შემთხვევების შესახებ;
- სამოქმედო გეგმებს, გაფრთხილებებსა და შეტყობინებების მექანიზმებს;
- დებულებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდული შიდა აუდიტისათვის.
განცხადების ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია
განაცხადის განხილვის ვადა და ეტაპები
სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების ფორმალურ შესაბამისობას.
• ფორმალური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სააგენტო განცხადებას იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და 30 დღის ვადაში ამოწმებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები მოიცავს თუ არა საკმარის ინფორმაციასა და მტკიცებულებას შეფასებისთვის.
• თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს სააგენტო 4 თვის ვადაში ამოწმებს აქვს თუ არა განმცხადებელს დანერგილი უსაფრთხოების მართვის სისტემა და უზრუნველყოფილია თუ არა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა.
განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან/და ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რა დროსაც ჩერდება წარმოების ვადის დინება.
სააგენტო უფლებამოსილია განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია შეფასების პროცესის უზრუნველყოფისთვის.
იმისთვის, რომ გადამოწმდეს თუ როგორ არის დანერგილი უსაფრთხოების მართის სისტემა და რამდენად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტით.
განცხადების განხილვის შედეგად სააგენტოს იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
- უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის შესახებ;
- უსაფრთხოების სერთიფიკატის პირობებით გაცემის თაობაზე;
- უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლება
უსაფრთხოების სერტიფიკატი შეიძლება განახლდეს, იმ შემთხვევაში, თუ:
- თუ იგეგმება სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის სახეში ან მასშტაბში მნიშვნელოვანი ცვლილება ან ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი;
- თუ იგეგმება უსაფრთხოების სერტიფიკატში მითითებული მონაცემების შეცვლა;
- თუ იგეგემა უსაფრთხოების მართვის სისტემაში არსებითი ცვლილებების შეტანა;
- საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სააგენტომ შეიძლება სარკინიგზო საწარმოს მოსთხოვოს ახალი უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღება, თუ საქართველოს კანონმდებლობაში სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებითი ცვლილებები შედის.
სააგენტო 2 თვის ვადაში ამოწმებს ცვლილებებს, რომლებიც შევიდა წინა განაცხადის ფარგლებში წარდგენილ მტკიცებულებებში, რაც წარმოადგენდა უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის საფუძველს და უზრუნველყოფილია თუ არა მოთხოვნილი ცვლილების ფარგლებში სარკინიგზო ქსელში უსაფრთხოდ ოპერირების შესაძლებლობა/ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება.
უსაფრთხოების სერტიფიკატის შეჩერება ან გაუქმება
სარკინიგზო შემთხვევის და ინციდენტის შეტყობინება
სააგენტოსთვის წარსადგენი უსაფრთხოების მაჩვენებლები
სარკინიგზო საწარმო ვალდებულია ყოველ კვარტალურად, არაუგვიანეს კვარტალის დასრულების მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს სააგენტოს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაჩვენებლები სარკინიგზო უსაფრთხოების წესის VIII დანართის შესაბამისად. (იხ. დანართი VIII).
სარკინიგზო საწარმოს წლიური ანგარიში
სარკინიგზო საწარმო არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 მარტისა, სააგენტოს წარუდგენს წინა კალენდარული წლის უსაფრთხოების ანგარიშს.
უსაფრთხოების ანგარიში მოიცავს:
- ინფორმაციას მართვის სისტემით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
- ინფორმაციას საერთო ინდიკატორების შესახებ;
- მონიტორინგის შედეგებს;
- შეფასებას გაუმართაობებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სარკინიგზო უსაფრთხოებას;
- ანგარიშს უსაფრთხოების საერთო მეთოდების გამოყენების შესახებ.